სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო ოპოზიციის დეპუტატებს 70 ათასი ლარი დაექვითათ - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს არასაპატიო მიზეზით პარლამენტის სხდომებისა და სხვადასხვა საპარლამენტო ღინისძიების გაცდენის გამო დეპუტატებს ჯამში, დაახლოებით, 80 ათასი ლარი დაექვითათ.

ამის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროზე ისაუბრა.

„მიმდინარე წელს, დაახლოებით, 80 ათასი ლარი დაგროვდა ჯარიმებითა და დაქვითებით. საინტერესოა, რომ ამ თანხიდან 77% ოპოზიციის დეპუტატებზე მოდის, სადღაც 60 ათასი ლარი.

ხაზინადართა საბჭოს მივმართეთ და საბჭომ იმსჯელა, რომ ეს თანხა გამოვიყენოთ ქველმოქმედებისთვის.

ბიუროს ვთხოვთ, დავამტკიცოთ, იმისთვის, რომ ეს თანხა გარკვეული საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის გამოვიყენოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბიურომ შალვა პაპუაშვილის ინიციატივა დაამტკიცა.