დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მომდევნო დღეებში წარადგენენ სხვადასხვა ბიზნესის გახსნის გეგმას. მას შეკითხვა სარესტორნო სექტორისა და კაფე-ბარების გახსნის შესახებ დაუსვეს. გამყრელიძემ დაკონკრეტებისგან თავი შეკავა და აღნიშნა, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„განიხილება ეტაპობრივი გახსნა სხვადასხვა ბიზნესის ეპიდსიტუაციის მკაცრი მონიტორინგის ფონზე. ამას დღეს ვერ გეტყვით, გეგმა იქნება 2-3 დღეში – სხვადასხვა ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის გეგმა, ოღონდ ხაზს ვუსვამ, მკაცრი მონიტორინგის ფონზე. ხომ ხედავთ რა ხდება ევროპაში, პირიქით იკეტება, იმიტომ, რომ მესამე ტალღის საშიშროებაა”, – განაცხადა გამყრელიძემ.