საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „რეაქციაში“ მადლობა გადაუხადა უწყებებს მუშაობისთვის და ხაზი გაუსვა, რომ კარანტინში პირველი მოქალაქეები აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა და საჩხერეში მდებარე სასტუმრომ განათავსა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის აშენებულია.
„მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს, ვინც 24 საათი მუშაობს. ასევე სხვა სამსახურებს და საპატრულო პოლიციას. სხვათაშორის, ძალიან მნიშვნელოვანია ის რაც გააკეთა საქართველოს ეროვნულმა ავიკომპანიამ, როდესაც ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში გამოყო თვითფრინავი და ასრულებს ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ საკვანძო ფუნქციას. მადლობა ამ კომპანიას.
ასევე შესაძლოა ეს გამოგვრჩა, ან უბრალოდ ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარანტინში პირველი მოქალაქეები განათავსა აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა და საჩხერეში მდებარე სასტუმრომ, რომელიც სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილის აშენებულია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზოგადოება მუშაობდეს იმისთვის, რომ ვირუსის წინააღდეგ ზომები იყოს მიღებული, “- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ჟურნალისტის კითხვას თუ რატომ გაუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვლის წვლილს პარლამენტის თავჯდომარემ უპასუხა: „სხვათაშოიროს ყველაზე ბოლოს ავღნიშნე ეს და მე დავიწყე მადლობებით იმ სამსახურების მიმართ ვისაც ეს ეხება მაგრამ რომ არ ყოფილიყო ეს ორი ინფრასტრუქტურა ძალიან დიდი პრობლემა იქნებოდა”.