დღეიდან, 15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.
ასევე დღეიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ მუშაობას, თუმცა შაბათ-კვირას შეზღუდვები შენარჩუნდება – რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 10 000 ლარის ოდენობით.
როგორც 4 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს ერთ კვირაში კვლავ განიხილავენ.
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სკოლაში მე-5 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის აუცილებელია პირბადის ტარება, მე-5 კლასამდე მოსწავლეებისთვის კი მშობლების არჩევანზეა დამოკიდებული.