სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, 28, 29 და 30 ოქტომბერს დისტანციურად იმუშავებს – ჩხენკელი

პუბლიკა

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ის სკოლები, რომლებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28, 29 და 30 ოქტომბერს დისტანციურად იმუშავებს.

„იმ სკოლებში, სადაც არის საარჩევნო უბანი, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების გამო, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს დროებით გადავლენ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის დროებითი“, – აღნიშნა ჩხენკელმა.

განათლების მინისტრის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება 31 ოქტომბრის არჩევნების მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად მიიღეს.


დღეს, 20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 15 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 328 ადამიანი.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 19857;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 8666;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 158;
  • კარანტინის რეჟიმში – 6407;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2862;
  • კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 1420;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.