სკოლების გახსნის პარალელურად მასწავლებლები გაიტესტებიან 2 კვირაში ერთხელ - ცქიტიშვილი

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგი გამართა. მან  შეზღუდვების მოხსნის ვადებთან დაკაშირებით საბჭოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

ასევე, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით თოთოეული დარგისთვის ტესტირების პროტოკოლები დადგინდა.

„კერძოდ, თანაშრომელთა გარკვეული რაოდენობების და პერიოდულობის ტესტირებასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის, ბაზრობები ვალდებულები იქნებიან 2 კვირაში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. კვების ობიექტებისთვის ეს არის ორ კვირაში ერთხელ არანაკლებ 50%-ის ტესტირება.

ბუნებრივია, სკოლების გახსნის პარალელურად, სახელწმიფო უზრუნველყოფს ასევე მასწავლებლების სისტემურ ტესტირებას 2 კვირაში ერთხელ”, – განაცხადა მან.