სკოლებში სავალდებულო საბაზისო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრა

პუბლიკა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 74 ხმით მიიღო.

ცვლილება ითვალისწინებს ზოგადი განათლების საფეხურებთან დაკავშირებული საკითხის განსხვავებულ მოწესრიგებას.

კანონში მიეთითება, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები), საბაზო (4 წელი – VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი – XI-XII კლასები).

დღემდე მოქმედი კანონმდებლობით,  ზოგადი განათლების ხანგრძლივობა დაწყებით საფეხურზე 6 წელს, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე 3-3 წელს მოიცავდა.