სლოტი: ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს

პუბლიკა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ანკე ბრუინს სლოტი თავის X-ზე გამოეხმაურა პარლამენტში რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას. მინისტრის თქმით, აღნიშნული კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შესაძლოა, დააზიანოს საქართველოს გზა ევროკავშირისკენ.

„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებით.

ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მნიშვნელოვან მუშაობას.

ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შესაძლოა, დააზიანოს საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.


„ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 82-მა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა დეპუტატმა I მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების უცხოური ინტერესების სუბიექტებად დარეგისტრირებას ითვალისწინებს. მმართველმა გუნდმა ეს მაინც გააკეთა, მიუხედავად მოქალაქეების პროტესტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლური ქვეყნების ლიდერების კრიტიკის პარალელურად.

ანალოგიური რეპრესიული კანონი არსებობს რუსეთშიც. სწორედ მის საფუძველზე დევნიან იქ თავისუფალი აზრის მქონე ორგანიზაციებს და ადამიანებს.