სლოვაკეთის პრემიერი ფიცო აცხადებს, რომ 9 მაისს მოსკოვში აპირებს ჩასვლას

პუბლიკა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას აპირებს ნაციზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რობერტ ფიცომ საჯაროდ გამოჩენა შეწყვიტა და ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ეჭვქვეშ დააყენა მისი რუსეთის დედაქალაქში გასამართ აღლუმზე დასწრების საკითხი.

მანამდე ასევე ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც წითელ მოედანზე წასვლას აპირებდა, ავად გახდა: სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი (ჯერჯერობით დაზუსტებით არ არის ცნობილი, ჩავა თუ არა ის მოსკოვში).

კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე ფიკომ დაადასტურა, რომ აღლუმს დაესწრება. მან ასევე ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიმართ „უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი „არ უნდა ემუქრებოდეს“ სხვა ქვეყნებს.

„1941-45 წლებში მეორე მსოფლიო ომში უკრაინელი ჯარისკაცები მასობრივად დაიღუპნენ. დიდი უპატივცემულობაა, როდესაც ვინმე ეუბნება ქვეყანას, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში და გაიღო უდიდესი მსხვერპლი, რაც კი წარმოგვიდგენია: „კარგი, იზეიმეთ, შეიძლება იქ ჩამოგიგდოთ რაღაც დრონი ან რაღაც მსგავსი. ჩემთვის ეს მიუღებელია“, – თქვა ფიცომ.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის წინადადებას  7-9 მაისის პერიოდისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პროპაგანდისტული უწოდა. მისი თქმით, მოსკოვი თავადაა პასუხისმგებელია იმ მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოებაზე, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ჩავლენ გამარჯვების დღის აღლუმზე დასასწრებად.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, რომ 8 მაისამდე დაელოდოს ცეცხლის შეწყვეტას და კვლავ შესთავაზა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება არა სამი, არამედ 30 დღით.