განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში 2002 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულსა და მოკლულს შორის უთანხმოება სოციალურ ქსელში დაიწყო, უთანხმოების გარკვევის დროს კი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ.ი.-მ ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 მაისს, ბრალდებული და 2003 წელს დაბადებული შ.ქ. სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გარკვევის მიზნით, ერთმანეთს შეხვდნენ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ.ი.-მ, ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს, “ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.