სოციალურ საწარმო „მზიურის კაფესთან“ ერთად მერია გალერეა-მედიათეკის მოწყობას გეგმავს

პუბლიკა

თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია „მზიურის“ ტერიტორიაზე გალერეა-მედიათეკას მოაწყობს და შემდეგ სოციალურ საწარმოს სარგებლობის უფლებით გადასცემს.

„იგეგმება მზიურის პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქცია, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. გვსურს, მედიათეკის მოწყობა, მაგრამ ეს შენობა-ნაგებობა პატარაა. როგორც იცით, „მზიურში“ არსებობს სოციალური საწარმო – „მზიურის კაფე“. ანა გოგუაძეს და მის გუნდს აქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი – გალერეა-მედიათეკის მოწყობის. ამ პროექტს ჩვენ განვახორციელებთ, ხოლო შემდეგ აღნიშნულ შენობა-ნაგებობას სოციალურ საწარმოს და ანა გოგუაძეს უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადავცემთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ფოტო: თბილისის მერია