სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარით მოიმატებს და 150 ლარი გახდება - პრემიერი

პუბლიკა

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარით მოიმატებს და 150 ლარი გახდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაზრდილი დახმარება პირველი ივნისიდან გაიცემა.

„ამ მიმართულებით 341 მლნ ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი. ასევე ეს დახმარება გაგრძელდება მომავალ წელსაც და ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ აღნიშნული გაგრძელდეს ყოველ წელს, იმიტომ, რომ ბავშვებზე ზრუნვა ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაღელვებს სოციალურად დაუცველი ადამიანების მდგომარეობა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება 215 000-ზე მეტ ბავშვს. ასევე იცით, რომ ჩვენ ვგეგმავთ სხვა დახმარების გაცემას და გაზრდას, მათ შორის, სხვა პროგრამების დაწყებას, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, როგორიც არის, მაგალითად დასაქმების პროგრამა და სხვა“, – აღნიშნა მან.