სოციალური დისტანცირება საჭიროა, რომ მოგვისწროს ვაქცინამ, რომელიც პოპულაციურ იმუნიტეტს შექმნის - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ერთ თვეში შესაძლოა შინ დარჩენაზე რეკომენდაცია მკაცრი არ იყოს რისკჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის. მისი თქმით, მსოფლიოში აქტიურად მუშაობენ ეტიოტრუპული მედიკამენტის შექმნაზე და ასევე შესაძლოა წლის ბოლოს მზად იყოს ვაქცინაც.

„ე.წ. შინ დარჩენის სლოგანი ალბათ განსაკუთრებით იმავე დედათქვენის და მშობლების ასაკის ადამიანებისთვის შეიძლება აღარ იყოს ისეთი მკაცრი ერთი თვის, თვე-ნახევრის შემდეგ, როგორც დღეს არის. ეს ჩვენი სიმკაცრე აუცილებელი იყო წინა ორი სამი კვირის განმავლობაში, იმისთვის, რომ ჩვენ შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვსულიყავით ეპიდემიიდან.

6-8 თვის შემდეგ ჩვენ გვექნება ახალი წამლები ამ ვირუსისთვის, რომლებიც ამ შტამზე პირდაპირ იმოქმედებენ. დიდი ალბათობით წლის ბოლოსთვის იქნება ვაქცინა. ინტენსიურად დაიწყო ბრიტანეთმა, გერმანიამ გამოცდები პირდაპირ ადამიანებზე. შესაძლებელია, შემოდგომაზე უკვე იყოს ვაქცინა. მთავარი იარაღი სოციალური დისტანცირება იმიტომ არის საჭირო, რომ მედიცინამ მოუსწორს იმას, რომ შეიქმნას ვაქცინა, რომელიც შექმნის პოპულაციურ იმუნიტეტს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.