სოციალური ღონისძიებების სფეროში დასაქმებულების პრობლემების მოგვარებაზე ვმუშაობთ – მეზვრიშვილი

პუბლიკა

„რაც შეეხება იმ შეზღუდვებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში დავაწესეთ, განსაკუთრებით სოციალურ ღონისძიებებთან მიმართებით, ბუნებრივია, აქ ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს, რომლებიც ამ ინდუსტრიაში იყვნენ ჩართულები და გარკვეულ შემოსავალს იღებდნენ, ვაცნობიერებთ, რომ ეს შეზღუდვები შეეხოთ და გარკვეული ზარალი განიცადეს“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის თქმით, მთავრობა მუშაობს ძალიან ინტენსიურად, რომ ეს პრობლემები ამ ადამიანებს სწრაფად მოუგვარდეთ.

„ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ, რომ მაქსიმალურად მოვექცეთ კანონის ჩარჩოებში, რადგან, მოგეხსენებათ, ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში და ეს თემები არ უნდა გახდეს სპეკულირების საგანი. თუმცა ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს და შეგვიძლია, ეს ადამიანები დავამშვიდოთ“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.