კასპის რაიონის სოფელ აღაიანში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გადაადგილების შეზღუდვის გამო კუთვნილი დახმარების მიღებასა და პროდუქტების მომარაგებას ვერ ახერხებენ. ამასთანავე, მათივე თქმით, სასმელი წყალი არ მიეწოდებათ და წყალს სხვა სოფლიდან ეზიდებიან.
„სოციალურ დახმარებას ვიღებ. სამი შვილის მამა ვარ. შეზღუდვების შემდეგ საკვების მოსატანად გადაადგილება არ შეგვიძლია, მოკლედ რომ ვთქვათ, ვიხოცებით შიმშილით“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე „მთავარ არხთან“.