სოფელ ახაშენში 3 ადამიანი მოკლეს

პუბლიკა

გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელ ახაშენში 3 ადამიანი მოკლეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცოლი და მასთან ერთად ორი ახალგაზრდა მოკლა. მას პოლიცია ეძებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.