მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, 2 წლის ბავშვს, სავარაუდოდ, აგური დაეცა და მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. სამშენებლო მასალა საცხოვრებელი სახლიდან ჩამოვარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.