სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დღეიდან მოიხსნება – მთავრობა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლნისის რაიონის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დღეიდან იხსნება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 15 მაისიდან მოქმედებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, სოფელში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა დღეს 15-ით გაიზარდა და 879 გახდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. სულ გამოჯანმრთელებულია 704, ხოლო გარდაცვლილია 14 ადამიანი.