სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღოღეთთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გუშინ, 24 აპრილს რუსმა სამხედროებმა ბოძები დაამონტაჟეს.
მათი ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ადგილზე ჩასულები არიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ქარელის მერის, ზაზა გულიაშვილის, თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი ტერიტორიის ოკუპაცია არ მიმდინარეობს.