თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში საჰაერო ბურთი ჩამოვარდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო ბუშტი მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, 3 ადამიანი დაიღუპა.
ადგილზე ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცავები მუშაობენ.
აეროსტატის ჩამოვარდნის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 275-ე მუხლით (საჰაერო მოწყობილობების უსაფრთხოების წესის დარღვევა) დაიწყო.