ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ფერდობი ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა, რის შედეგადაც ის დაიღუპა.
როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას სოფელ კვირიკეში მერის წარმომადგენელი ზურაბ ლაზიშვილი ამბობს, დაღუპული მიმდინარე სამუშაოებზე იყო დასაქმებული. მისივე ცნობით, ადგილზე სანიაღვრეს შეკეთება მიმდინარეობდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.