საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგო მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კაცმა ჩაიდინა.
ინფორმაციას მკვლელობისა და გამოძიების დაწყების შესახებ „პუბლიკას“ შსს-ში უდასტურებენ, თუმცა სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც „მთავარი არხი“ ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერს, კაცი არასრულწლოვან გოგოზე დაახლოებით ორი თვის წინ ,,დაქორწინდა”.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„პუბლიკა“ ცდილობს, გაარკვიოს, დაკავებულია თუ არა ბრალდებული.