სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაობი კვლავ მიმდინარეობს - საგანგებო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 10 აპრილიდან სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო-სამაშველო საქმიანობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით. აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცს 10 აპრილიდან ეძებენ.

10 აპრილს ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ მამაკაცი მდინარეში თავად გადახტა. მათივე ცნობით, ის ბოლო დღეებში ნამოხვანის კარვებში „რიონის ხეობის მცველებთან“ იყო, თუმცა მას არ იცნობდნენ.