სოფელ ნამოხვანში ორი პირია დაკავებული - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელ ნამოხვანში აქციის 2 მონაწილეა დაკავებული.

როგორც „პუბლიკას” უწყებაში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დღეს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპნია ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობა სამუშაოების განახლებას აპროტესტებს, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

ასევე, მოქალაქე ალექსანდრე პაიკიძე facebook-ჩართვისას აცხადებს, რომ პოლიციას გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს და მათ რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად წამსვლელ ხალხს არ უშვებს.

„პუბლიკა” შსს-ს განმარტებას ამ საკითხზეც ელოდება.

განახლება:

უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება დროებით იზღუდება – შსს