სოფელ ნერგეეთში ნაპოვნია 8 ცხედარი, 1 ადამიანს ისევ ეძებენ

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მეხანძრე-მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში კიდევ ორი ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

„ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ნაპოვნია 8 ცხედარი, ხოლო ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 1 პირის მიმართ. მეხანძრე-მაშველები, სტიქიის ეპიცენტრში, სამძებრო ღონისძიებას შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ.

სტიქიის ზონაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე. ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილიც, რომელიც სამაშველო სამუშაოებს ხელმძღვანელობს“, – ნათქვამია საგანგებო სიტაუციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, მდინარე ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე მეწყერი წუხელ ჩამოწვა, მიწის მასის ქვეშ 4 სახლი მოყვა, რასაც ბოლო ინფორმაციით, 8 ადამიანი ემსხვერპლა, ერთს კი ისევ ეძებენ. დამეწყრილი ტერიტორიიდან ერთი ადამიანის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს.