დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, თბილისის დროით 10:26 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
ამავე ლოკაციაზე ბიძგები ბოლო რამდენიმე დღეა იგრძნობა. გუშინ, 7 ივლისს დაფიქსირდა 3.1 (ML) და 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა, ხოლო 6 ივლისს – 4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის.