სოფელ ტახტისძირთან საოკუპაციო ძალებმა უკანონო „ბორდერიზაცია“ განახორციელეს – სუს

პუბლიკა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 17 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.