გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ორი ადამიანი მოკლეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი მეზობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) და მე-3 ნაწილის „ა“ (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა) ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.