სოფელ ყარაფილას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების მიერ ბორდერიზაცია განხორციელდა - სუსი

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განხორციელდა.

უწყების ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„აღნიშნული წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების თაობაზე ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.