სოფლის ბირჟებზე სიმჭიდროვე შეინიშნება - ხუნდაძე მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ქალაქები დაიცალა, რაც ერთი მხრივ კარგია, თუმცა სიმჭიდროვე შეიმჩნევა რაიონებსა და სოფლებში. მისი თქმით, თუ რეკომენდაციები არ შესრულდა მოსახლეობის მხრიდან, შესაძლოა მთავრობამ მკაცრი კარანტინის რეჟიმი ქვეყნის მასშტაბით შემოიღოს.

„როგორც ჩანს დიდი ქალაქები დაიცალა ეს, ერთის მხრივ, კარგია, მაგრამ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიაკითხა რაიონებს და სოფლებს. რაიონებში, ეზოებში, მრავლაბინიან კორპუსებში სიმჭიდროვე შეინიშნება და ასევე, ე.წ. სოფლის ბირჟებზეა სიმჭიდროვე. რეკომენდაციების შეუსრულებლობით ცეცხლს ვეთამაშებით. თუ რეკომენდაციები არ შეასრულდება, შესაძლოა მივიღოთ ის, რაც მივიღეთ ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში”, – განაცხადა ხუნდაძემ.

საქართველოში დღეის მდგომარეობით კორონავირუსით 73 პირია ინფიცირებული. 10 გამოჯანმრთელდა.


საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ახალი დადგენილება მიიღო.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ იკრძალება საჯარო სივრცეში   ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი;