სოფო ჯაფარიძე: რობოკოპმა გამეტებით მირტყა, დაბეჟილობა და სისხლჩაქცევა მაქვს

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის თქმით, ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როცა სპეცრაზმელებს ახალგაზრდის დაკავებაში ხელს უშლიდა.

რობოკოპები გამოცვივდნენ, პატარა ბიჭი, დაახლოებით, 17-18 წლის იქნებოდა, იჭერდნენ. მას გავყევი, ალბათ, ათი რობოკოპი აკავებდა, ვეცადე, რომ ეს ბიჭი გამომეგლიჯა ხელიდან, რაღაცნაირად ეს მოვახერხე და მე შევრჩი ხელში, შიგნით შემათრიეს და ერთმა მათგანმა, გამეტებით მირტყა, შემდეგ უკვე მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და გამიყვანეს. დაბეჟილობა და სისხლჩაქცევა მაქვს”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ის ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა. კლინიკა მან გამოკვლევების შემდეგ დატოვა.

ინგოროყვას კლინკაშია მოთავსებული ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილიც. მას სასტიკად სცემეს. ექიმის თქმით, ხაბეიშვილს ცხვირის ძვლების მოტეხილობა აქვს.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ სპეცრაზმით, წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის და წიწაკის სპრეი გამოიყენა.