სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა მედიას - Tbilisi Pride

პუბლიკა

„თბილისი პრაიდი“ დღეს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებიღ მედიის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 50-მდე ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი. გვსურს, სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდნენ. გვინდა განსაკუთრებულად აღვნიშნოთ ის გამბედაობა, თავდადება, სოლიდარული და პასუხისმგებლიანი სამოქალაქო პოზიცია, რომელიც მედიამ გამოიჩინა პრაიდის კვირეულის გაშუქებისას და ქვიარ თემის მხარდასაჭერად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები 55 პირს გაუსწორდნენ, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დარბეულია მოძრაობა „სირცხვლიას“ და „პრაიდის“ ოფისები. ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს აკეთებდნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებიც. დაკავებულია 8 პირი ადმინისტრაციული წესით.

5 ივლისს თბილისში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, თუმცა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ძალადობრივი მეთოდებით მოახერხეს ისე, რომ „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მარშის გამართვაზე უარი განაცხადეს.