„სოლიდარობა შაქარაშვილის ოჯახს“ - კაშიასა და ყაზაიშვილს თამაშისას მაისურებზე გიორგი შაქარაშვილი ეწერათ

პუბლიკა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა, რომლებიც ამერიკულ კლუბ „სან ხოსეში“ თამაშობენ, თამაშისას მაისურებზე გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სახელი და გვარი ეწერათ, მისი ოჯახის სოლიდარობის მიზნით.

ამის შესახებ გურამ კაშიამ Instagram-ზე დაწერა და ფოტები გაავრცელა.

„ასეთ რთულ დროს, სოლიდარობა და მხარდაჭერა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, ამ ფორმით, თანადგომას ვუცხადებ 19 წლის ფეხბურთელის ყველა ახლობელ ადამიანს. #არაძალადობას #Notoviolence.” – წერს კაშია.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული, რომლებსაც წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.