„სოლიდარობის თემი“ ეხმაურება 2021 წლის 16 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მოცეკვავე თეა დარჩიას მიერ გაკეთებულ სიძულვილის ენის შემცველ განცხადებას.
„მნიშვნელოვანია და პრობლემურია ის საკითხი, რომ „ტვ იმედი“ ამ დრომდე არ ემიჯნება ამ განცხადებას, რაც არსებულ ისლამოფობიურ განწყობებს მეტად გააღმავებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ წამოვიწყეთ კამპანია და ამ კამპანიაში მნივნელოვანია თქვენი მონაწილეობა და მხარდაჭერა.
მხარდაჭერის გამოსახატავად შეგიძლიათ გადაიღოთ ვიდეო (დრო განსაზღვრული არ არის, სურვილის შესაბამისად) ან დაწეროთ ფეისბუქ „პოსტი“ რომელიც შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ თქვენს ფეისბუქ გვერდზე, “- ნათქვამია სოლიდარობის თემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.