სომალის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში შეიარაღებული დაჯგუფების მიერ მოწყობილი რამდენიმე აფეთქების შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, 300-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

როგორვ  Al Jazeera წერს სომალის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით, შესაძლებელია დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. სომალის ხელისუფლებამ აფეთქება ტერორისტულ აქტად შეაფასა და ამაში ალ-შაბაბის შეიარაღებული დაჯგუფება დაადანაშაულა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც, რადგან ერთ-ერთი აფეთქება მოხდა შენობაში, სადაც სკოლაც იყო.