სომალში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელსაც კორონავირუსისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაჰქონდა - BBC

პუბლიკა

BBC სომალის ხელისუფლების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ სომალში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აღჭურვილობა გადაჰქონდათ.

მათი ცნობით, დაღუპულია ბორდზე მყოფი 6 ადამიანი. ისინი სომალისა და კენიის მოქალაქეები იყვნენ.  თვითმფრინავი აფრიკის ავიახაზების საკუთრებაში იყო. როგორც BBC  წერს, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ უცნობია.