სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, რომელსაც პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმის გამო, მიემართათ რუსეთის ფედერაციისთვის, რათა ამოქმედებულიყო მოსკოვთან გაფორმებული ორმხრივი შეთანხმება მეგობრობასთან, თანამშრომლობასა და ურთიერთდახმარებასთან დაკავშირებით, ასევე მიემართათ ОДКБ-სა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა გორისის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
აზერბაიჯანის გამცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროვოკაცია დაიწყო ლაჩინისა და ქელბაჯარის მიმართულებით, რასაც საპასუხო ღონისძიებები მოჰყვა.