სომხეთი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის 110 წლის თავს აღნიშნავს

პუბლიკა

სომხეთი გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის 110 წლის თავს აღნიშნავს.

სომეხთა გენოციდი, რომელიც ოსმალეთის იმპერიამ დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე ეთნიკური სომხების წინააღმდეგ მოაწყო, 1915 წლის 24 აპრილს დაიწყო, როცა ოსმალეთის პოლიციამ კონსტანტინოპოლში დაახლოებით 250 სომეხი ინტელექტუალი დააპატიმრა.

ამ დღეს „წითელ კვირას” უწოდებენ. ამით დაიწყო კამპანია სომხების წინააღმდეგ, რომელსაც ასობით ათასი სომეხის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გენოციდი 1915 წლის აპრილიდან 1916 წლის შემოდგომამდე მიმდინარეობდა.

დახოცილთა რაოდენობა დაზუსტებული არ არის, თუმცა, ყველაზე ხშირად გამოყენებული დათვლით, ეს რაოდენობა 640 000-დან 1.2 მილიონამდეა.

ოსმალეთის მხრიდან რეპრესიები მოჰყვა სომეხთა აჯაყნებას – აჯანყებისთვის ოსმალეთმა გადაწყვიტა, დაესაჯა ეთნიკური სომხები, რომლებმაც გადაწყვიტეს, განდგომოდნენ ოსმალთა სახელმწიფოს.

გენოციდი მოხდა პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას და ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: შრომისუნარიან მამაკაცთა მკვლელობა და ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დეპორტაცია.

დეპორტაციისას სომხებს არ ჰქონდათ საჭმელი და წყალი. პერიოდულად მათ ძარცვავდნენ, აუპატიურებდნენ და ხოცავდნენ.

სომეხთა გენოციდს თითქმის ერთხმად აღიარებენ, როგორც ისტორიული ფაქტს ისტორიკოსები და გენოციდის მკვლევრები.

ასევე მიიჩნევა, რომ ეს იყო პირველი თანამედროვე გენოციდი, რომლის აღსაწერადაც გამოიგონა თვითონ სიტყვა გენოციდი რაფაელ ლემკინმა, რათა აღეწერა სომეხთა სისტემატიურად განადგურების მიზნით ორგანიზებული გეგმის ცალკეული მასშტაბები.

თურქეთმა სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ოფიციალურად 1991 წელს აღიარა, მაგრამ ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა ჯერაც არ დამყარებულა.

2021 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.