სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პუბლიკა

სომხეთის პარლამენტში პარლამენტარები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სომხური მედიის ცნობით, დაპირისპირება ოპოზიციური ფრაქცია „ნათელი სომხეთის“ ლიდერის, ედმონ მაკურიანის მოწოდებამ გამოიწვია, რომელმაც კოლეგებს ტრიბუნიდან მოუწოდა, შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ ოპონენტებისთვის.

რასაც მასსა და მმართველი პარტია „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატს, სასუნ მიკაელიანს შორის შეკამათება მოჰყვა.