სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგისიანის ცოლი კორონავირუსით გარდაიცვალა

პუბლიკა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგისიანის ცოლი რიტა სარგისიანი 58 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა hetq.am სერჟ სარგისიანის ოფისის დაყრდნობით წერს.

სერჟ სარგისიანი სომხეთის მესამე პრეზიდენტი იყო 2008-2018 წლებში.

სომხეთში ბოლო 24 საათის მონაცემებით კორონავირუსის 1 667 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი.