სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს – რუსეთის საგარეო

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და თავი შეიკავონ სიტუაციის შემდგომი ესკალაციისგან.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყველა სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, ხოლო რაც შეეხება სასაზღვრო საკითხებს – ორმხრივი კომისიის მუშაობის ფარგლებში რუსეთთან კონსულტაციებით“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. სხდომაზე გადაწყდა, რომ სომხეთს მიემართა რუსეთის ფედერაციისთვის, რათა ამოქმედებულიყო მოსკოვთან გაფორმებული ორმხრივი შეთანხმება მეგობრობასთან, თანამშრომლობასა და ურთიერთდახმარებასთან დაკავშირებით, ასევე მიემართათ ОДКБ-სა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა გორისის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

აზერბაიჯანის გამცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროვოკაცია დაიწყო ლაჩინისა და ქელბაჯარის მიმართულებით, რასაც საპასუხო ღონისძიებები მოჰყვა.