Worldmeters-ის მონაცემებით, სომხეთსა და აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 1 000-ს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათის მონაცემებით, სომხეთში დადასტურებულია 1 013 ინფიცირებული, აქედან – 13 გარდაცვლილი და 197 გამოჯანმრთელებულია. რაც შეეხება მონაცემების ზრდის დინამიკას, შედარებისთვის, სომხეთში 9 აპრილს დაიფიქსირებული იყო 921 შემთხვევა, 10 აპრილს – 937, 11 აპრილს კი – 967.
რაც შეეხება აზერბაიჯანს – ჯამში დადასტურდა 1 098 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელებულია 250, გარდაცვლილი კი არის 11 ადამიანი. ზრდის დინამიკისთვის- აზერბაიჯანში 9 აპრილს დადასტურებული იყო ვირუსით ინფიცირების 926 შემთხვევა, 10 აპრილს – 991, ხოლო 11 აპრილს 1 058.
რაც შეეხება მსოფლიოს მონაცემებს, Worldmeters-ის ანგარიშით, კორონავირუსით 1 796 485 ადამიანი დაინფიცირდა. ამჟამად ვირუსი აქვს 1,274,350-ს, რადგან გამოჯანმრთელებულია 412,102, გარდაცვლილი კი 110,033 ადამიანი.