სომხეთში ამჟამად ჰოსპიტალიზაციის რიგს 200-მდე ინფიცირებული ელოდება - ფაშინიანი

პუბლიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სომხეთში 200-მდე პაციენტი ჰოსპიტალიზაციის რიგს ელოდება.

„დღეს 200-მდე ადამიან ელოდება ჰოსპიტალიზაციას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ძალიან დატვირთულია და არ შეგვიძლია მათი განთავსება ჰოსპიტლებში. ასევე, გვქონდა შემთხვევა, როდესაც ადამიანი გარდაიცვალა სამედიცინო სერვისის დაგვიანებით მიღების გამო“, – განაცხადა დღეს ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი ინფორმაციით, იყო ასევე ორი შემთხვევა, როდესაც პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილების უკმარისობის გამო გარდაიცვალნენ.