სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებული 16 004 ადამიანია

პუბლიკა

სომხეთში Covid 19-ით ინფიცირებული 16 004 ადამიანია. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 733 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით გარდაიცვალა 6 ადამიანი, ხოლო დაღუპულთა საერთო რიცხვია 264.

გამოცემა hetq სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საავადმყოფოებში 9 568 ადამიანი მკურნალობს. მათივე თქმით, დღემდე ჩატარებულია 80 130 ტესტი.