სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 665 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 665 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა. ‭18 ივნისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 18 698‬ პირია დაინფიცირებული.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას, აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო ერთ დღეში 309-მდე გაიზარდა.

12 ივნისს სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ ერთი თვით, 13 ივლისამდე გახანგრძლივდა. Reuters-ის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კორონავირუსის გავრცელების მხრივ, სხვა ქვეყნებთან შედარებით სომხეთში ყველაზე ცუდი მდგომარეობაა.