სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Worldometer-ის ინფორმაციით, იქ კორონავირუსის სულ 160 შემთხვევაა დადასტურებული. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ტვიტერზე წერს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მთავრობა მედიას ავალდებულებს, რომ მხოლოდ ოფიციალური წყაროების ციტირებები გააშუქოს.
რაც შეეხება თურქეთს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 670 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან გარდაცვლილია 9 პაციენტი.
Worldometer-ის ინფორმაციით, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულების რაოდენობა 253-ია და ერთი გარდაცვლილი.
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევიდან 7 გამოჯანმრთელდა, ხოლო ერთი – გარდაცვლილია.
ირანში ინფიცირებულთა რიცხვმა 19 644-ს მიაღწია, გარდაცვლილია 1, 433 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 6 745 პაციენტი.