სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა

პუბლიკა

Worldometers-ის ინფორმაციით, სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა. განახლებული ინფორმაციით, სომხეთში covid-19-ის 10 009 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 517 შემთხვევა ბოლო ერთ დღეში გამოვლინდა.

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 158 ადამიანი. გარდაცვალების 19 შემთხვევა ბოლო 24 საათში დადასტურდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, 2 ივნისის მონაცემებით, სომხეთში გამოჯანმრთელებულია  3 427 ადამიანი. ხოლო 10 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

კორონავირუსი დაუდასტურდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსაც. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ფაშინიანის თქმით, ინფიცირებულია მისი ოჯახის წევრებიც.