სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 122-მდე გაიზარდა. გუშინ 110 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის თქმით, 13 ინფიცირებული 60 წელს გადაცილებულია, თუმცა არც ერთი პაციენტი მძიმე მდგომარეობაში არ არის.
ქვეყანაში მეორე დღეა, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ვირუსის შესაჩერებლად, მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა, როგორც მინიმუმ, 14 აპრილამდე გაგრძელდება.