სომხეთში კორონავირუსით ინციფიცირების 355 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

პუბლიკა

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში სულ 9 282 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 3 386 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 131 ადამიანი.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა 6 მილიონს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 2 მილიონზე მეტი ადამიანი. გადაიცვალა 331, 037 ადამიანი.

საქართველოში ბოლო 24 საათში 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 კი გამოჯანმრთლედა. სულ საქართველოში 783 ინფიცირების შემთხვევაა, 605 გამოჯანმრთელების, ხოლო 12 ადამიანი გარდაიცვალა.