სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა

პუბლიკა

Reuters-ის ინფორმაციით, სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.  საგანგებო მდგომარეობა 13 ივლისამდე გაგრძელდება.

მას შემდეგ, რაც სომხეთში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა სომხეთის მთავრობამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო გახადა. როუტერსი წერს, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მიუხედავად, სომხეთის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი ფუნქციონირებს, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს ეკონომიკის ჩამოშლა.

Reuters-ის ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სხვა ქვეყნებთან შედარებით სომხეთში ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, კორონავირუსის გავრცელების მხრივ.

Worldometers-ის განახლებული მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 15 281 შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყანაში გარდაცვლილია 258 ადამიანი, მათ შორის 13 პაციენტის გარდაცვალება ბოლო 24 საათში დაფიქსირდა.